
გადაჯექი და იმოძრავე! - ველოტრანსპორტი ყველასთვის
კვირა, სექტემბერი 23, 2018
კვირა, სექტემბერი 23, 2018
ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში, იარე ფეხით, მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის / Georgia Alliance For Safe Roads და სხვა) გეპატიჟებათ ღონისძიებაზე "გადაჯექი და იმოძრავე - ველოტრანსპორტი ყველასთვის"
ამ ღონისძიების ძირითადი მიზანია ველოსიპედის, როგორც სატრანსპორტო საშუალების, პოპულარიზაცია. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის:
- ველოსიპედის ტარების გაკვეთილები დამწყები ზრდასრულთათვის
- საგზაო უსაფრთხოების ინტერაქტიული გაკვეთილი ბავშვებსთვის
- ხატვის სესია ბავშვებისთვის
- მოკლე ველომსვლელობა პარკის ტერიტორიაზე
- BMX ველოუნარების დემონსტრაცია
შემოგვიერთდით კვირას, 23 სექტემბერს, დედა ენის ბაღში 12 საათიდან 3 საათამდე!
Address:
Deda Ena Park