"იარე ფეხით" ხელოვნების საშუალებით ცდილობს გააუმჯობესოს ქვეითთა უფლებები საქართველოში. ჩვენ ამას ორი მიზეზით ვაკეთებთ: გვჯერა, რომ ხელოვნება, ვიზუალური პროდუქტი ძლიერი იარაღია მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად. მაგრამ ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ხელოვნებით განსხვავებულად შეგვიძლია ქვეითთა უფლებებზე მუშაობა.
ხშირად ხელოვანი ადამიანები არიან პირველები, ვინც ახალ ხედვას ახმოვანებენ და აყალიბებენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ არტისტულ მექანიზმებს ვიყენებთ სოციალურ საკითხებზე მუშაობისას. ხელოვნება, ეს ხომ აზროვნებისა და შექმნის ერთგვარი ფორმაა.
უმეტესობა ჩვენგანი რაციონალურ აზროვნებას იყენებს, ხოლო არტისტები კი სწავლობენ თუ როგორ გამოიყენონ შემთხვევა, შეცდომა, წინააღმდეგობა და ინტუიცია მათ სასარგებლოდ. ამიტომ, ჩვენ იარე ფეხით გუნდს, მოგვწონს არტისტებთან მუშაობა, რადგან მათ საჯარო სივრცის საკითხების საინტერესო გადაწყვეტა შეუძლიათ შემოგვთავაზონ.
ეს არის კიდევ ერთი მიზეზი რატომაც ჩვენთან ძირითადად თავად არტისტები ან კურატორები მუშაობენ.